вторник, 21 октября 2014 г.

გაკვეთილი XII კლასში

თემა
დავით კლდიაშვილი ,,სამანიშვილის დედინაცვალი“
რ.სტურუას სპექტაკლი ,,სამანიშვილის დედინაცვალი“(დაწვილებული გაკვეთილი)
სწავლების საფეხური
საშუალო, XII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
13 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  გაანალიზებენ რა არის მოთხრობაში ტრაგიკული და კომიკური.
ü  გაავლებენ პარალელს სპექტაკლსა და მოთხრობას შორის.
ü  იმსჯელეთ პერსონაჟების ქცევის მოტივზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ü  ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.
ü  მსჯელობის უნარის განვითარება.
ü  დეტალებზე დაკვირვება.
ü  მულტიმედიურ ტექსტის წაკითხვის უნარის განვითარება.
ü  საკუთარი აზრის წერილობით გადმოცემის უნარის განვითარება.
წინარე ცოდნა
XIX ს-ის საქ-ს ისტორია. დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია და ზოგადად შემოქმედება.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა
ინდივიდიალური; მთელი კლასი.
მსვლელობა
ü  საორგანიზაციო საკითხები-1 წთ.
ü  კითხვების საშუალებით მოთხრობის შეჯამება, მწერლის სათქმელის ამოცნობა-10 წთ
ü  სპექტაკლის ჩვენება-50 წთ
ü  სპექტაკლის ზეპირი შეჯამება კითხვების საშუალებით:
ა.რატომ ეცვათ სპექტაკლში თანამედროვე ტანსაცმელი და არა ჩოხები?
ბ.რაზე არ იყო ყურადგება გამახვილებული სპექტაკლში?
გ. რამდენად აქტუალურია დგეს ეს მოთხრობა?-17 წთ
ü  სპექტაკლით მიღებული შთაბეჭდილების წერილობით გადმოცემა-10 წთ.
ü  შეფასება-2 წთ
რეფლექსია
26 სექტემბერს ჩავატარე დაწყვილებული გაკვეთილი XII კლასში.
მოსწავლეები ინტერესით უყურებდნენ სპექტაკლს. აკვირდებოდნენ, თუ როგორ განასახიერებდნენ მოთხრობის პერსონაჟებს ცნობილი მსახიობები. თუმცა მათი მსჯელობიდან გამომდინარე ცოტა უკმაყოფილონი დარჩნენ, დანაკლისის გრძნობა დარჩათ.
ეს გაკვეთილი რომ თავიდან ჩამეტარებინა, საჩვენებლად კინოფილს ავირჩევდი, მწერლის სათქმელი, ტრაგიკომიკურობა ფილმში უფრო მეტად ჩანს.
რესურსი
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფურცელი, კალამი.
შეფასება
განმსაზღვრელი -მსჯელობა, საკუთარი აზრის დასაბუთება, აქტიურობა. განმავითარებელი.
შენიშვნა
დ.გ-6,   დ.ი-9,  დ.თ-5,   ნ.კ-8,   ფ. გ-10. ფ. ჰ-9.   მარიეტა, მალხაზი,აჩიკო-განმავითარებელი.

























































Комментариев нет:

Отправить комментарий