вторник, 23 сентября 2014 г.

გაკვეთილი IX კლასში




თარიღი
22,09,2014წ
სწავლების საფეხური, კლასი
საბაზო, IX
მოსწავლეთა რაოდენობა
6
გაკვეთილის თემა
შოთა რუსთაველი ,,ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“(შემაჯამებელი გაკვეთილი)



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü      მოსწავლეები გაიაზრებენ რისთვის წერენ ადამიანები ანდერძს
ü      ფრაზის მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
ü      გაიაზრონ, რომ სამყარო უფლის შექმნილია და ყველაფერი უფლის ნებაა
ü      გაიზრონ, რომ სიცრუე ყოველგვარი ბოროტების სათავეა
ü      გაიაზრონ და პარალელი გაავლონ, წინარე ცოდნასა და შესწავლილს შორის




გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ქართ. IX.1.იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას
 IX.6. უკავშირებს წაკითხულ ტექსტშიგადმოცემულ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკილ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისებზე
 IX.9. მოსწავლეს შეუძლია სადაო საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა

წინარე ცოდნა
სახარებისეული იგავები, აფორიზმები, ანდაზები
მისეული ხედვა სამყაროსა და ადამიანთა ურთიერთობებზე
გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები
მთელი კლასი, წყვილებში მუშაობა









მსვლელობა
ü      საორგანიზაციო საკითხები
    მიზნის გაცნობა 2 წთ
ü      წინა გაკვეთილზე მირებული ცოდნის მოკლე ანალიზი 8 წთ
ü      ანდერძის რამდენიმე სტროფის ზეპირად წაკითხვა 5 წთ
ü      მასწავლებლის მიერ მომზადებული საანალიზო კითხვების დამუშავება 8წთ
,,ანდერძის“ რომელ სტროფშია გაშლილი ,,ვეფხისტყაოსნის’ ცნობილიაფორიზმი ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია’?
რას ნიშნავს ფრაზა:,,პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალტ მას საუკუნოსა’?
ვის და რატომ ადარებს შეშინებულ კაცს ავთანდილი   
რაში ვლინდება ადამიანის სიბრძნე ავთანდილის აზრით?
ü      წყვილებს ეზლევათ დავალება ამოიწერონ ბრძნული გამონათქვამები 6 წთ
ü      სურვილის მიხედვით, მოსწავლეები ირჩევენ სასურველ აფორიმს, აყალიბებენ არგუმენტირებულ მოსაზრებას, ავლებენ პარალელებს 10 წთ
ü      დავალება: ავთანდილის ანდერძის რომელი შეგონება გამოგადგებოდათ ,,საუკუნო საგზლად“ (დაასაბუთეთ)  2 წთ
ü      შეფასება 2 წთ
ü      თვითშეფასების კითხვარის შევსება 2 წთ

შეფასება
განმავითარებელი, გნმსაზღვრელი: წყვილებში მუშ აობა, არგუმენტირებული მსჯელობა
რესურსი
სახელმძღვანელო,, კალამი, რვეული, A4 ხარისხის ქაღალდი

რეფლექსია

22სექტემბერს ჩავატარე მე-9 კლასში შემაჯამებელი გავეთილი ,,ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა’’
მოსწავლეებმა გაიგეს ანდერძის არსი დამნიშვნელობა.ძირითადად  შეძლეს ფრაზების გააზრება კონტექსტში.
გაშალეს აფორიზმები საკუთარი ინტერპრეტაციით.მეტ-ნაკლებად დაასაბუთეს მათეული ხედვა არგუმენტებით.გაავლეს პარალელი  ნასწავლ ნაწარმოებებთან,ცხოვრებისეულ მაგალითებთან.
ეს გაკვეთილი თავიდან რომ  ჩამეტარებინა,ჯერ ზეპირმეტყველების სემინარს ჩავატარებდი.(დისკუსიისა და მსჯელობის უნარის განვითარება).

შენიშვნა
ა.ფ-8; კ.გ-7; ლ.ბ-7; ნინო, ნესტანი, ინგა --განმავითარებელი