вторник, 21 октября 2014 г.

გაკვეთილი XII კლასში

თემა
დავით კლდიაშვილი ,,სამანიშვილის დედინაცვალი“
რ.სტურუას სპექტაკლი ,,სამანიშვილის დედინაცვალი“(დაწვილებული გაკვეთილი)
სწავლების საფეხური
საშუალო, XII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
13 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  გაანალიზებენ რა არის მოთხრობაში ტრაგიკული და კომიკური.
ü  გაავლებენ პარალელს სპექტაკლსა და მოთხრობას შორის.
ü  იმსჯელეთ პერსონაჟების ქცევის მოტივზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ü  ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.
ü  მსჯელობის უნარის განვითარება.
ü  დეტალებზე დაკვირვება.
ü  მულტიმედიურ ტექსტის წაკითხვის უნარის განვითარება.
ü  საკუთარი აზრის წერილობით გადმოცემის უნარის განვითარება.
წინარე ცოდნა
XIX ს-ის საქ-ს ისტორია. დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია და ზოგადად შემოქმედება.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა
ინდივიდიალური; მთელი კლასი.
მსვლელობა
ü  საორგანიზაციო საკითხები-1 წთ.
ü  კითხვების საშუალებით მოთხრობის შეჯამება, მწერლის სათქმელის ამოცნობა-10 წთ
ü  სპექტაკლის ჩვენება-50 წთ
ü  სპექტაკლის ზეპირი შეჯამება კითხვების საშუალებით:
ა.რატომ ეცვათ სპექტაკლში თანამედროვე ტანსაცმელი და არა ჩოხები?
ბ.რაზე არ იყო ყურადგება გამახვილებული სპექტაკლში?
გ. რამდენად აქტუალურია დგეს ეს მოთხრობა?-17 წთ
ü  სპექტაკლით მიღებული შთაბეჭდილების წერილობით გადმოცემა-10 წთ.
ü  შეფასება-2 წთ
რეფლექსია
26 სექტემბერს ჩავატარე დაწყვილებული გაკვეთილი XII კლასში.
მოსწავლეები ინტერესით უყურებდნენ სპექტაკლს. აკვირდებოდნენ, თუ როგორ განასახიერებდნენ მოთხრობის პერსონაჟებს ცნობილი მსახიობები. თუმცა მათი მსჯელობიდან გამომდინარე ცოტა უკმაყოფილონი დარჩნენ, დანაკლისის გრძნობა დარჩათ.
ეს გაკვეთილი რომ თავიდან ჩამეტარებინა, საჩვენებლად კინოფილს ავირჩევდი, მწერლის სათქმელი, ტრაგიკომიკურობა ფილმში უფრო მეტად ჩანს.
რესურსი
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფურცელი, კალამი.
შეფასება
განმსაზღვრელი -მსჯელობა, საკუთარი აზრის დასაბუთება, აქტიურობა. განმავითარებელი.
შენიშვნა
დ.გ-6,   დ.ი-9,  დ.თ-5,   ნ.კ-8,   ფ. გ-10. ფ. ჰ-9.   მარიეტა, მალხაზი,აჩიკო-განმავითარებელი.

























































გაკვეთილი V კლასში

                                
                            გაკვეთილის გეგმა                       


თემა
რევაზ ინანიშვილი ,,უკუღმა დაჭედილი“
სწავლების საფეხური
დაწყებითები, vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
15 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  მოსწავლეები ფანტაზიითივარაუდებენ მოთხრობის გაგრძელებას.
ü  დაფიქრდებიან თანატოლის საქციელზე დაშეაფასებენ მას.
ü  შეეცდებიან აღწერონ თანატოლი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ü  ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება.
ü  საპრეზენტაციო უნარის განვითარება.
ü  ფანტაზიის განვითარება.
ü  აღწერის ტიპის  ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
წინარე ცოდნა
რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფია. მსგავსი საბავშვო მოთხრობები.
ჟესსტ-მიმიკით სხვადასხვა მოქმედებების გამოხატვა. შუძლია თანატოლის აღწერა.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა
ინდივიდიალური, ჯგუფებში მუშაობა
მსვლელობა
ü  საორგანიზაციო საკითხები-2 წთ.
ü  საშინაო დავალების შეფასება-6წთ.
ü  მაპროვოცილებელი კითხვები-6წთ.
ü  ჯგუფებად დაყოფა, ტექსტის ეპიზოდებად გაცნობა და ვარაუდების გამოთქმა(როგორ გაგრძელდება)-20წთ.
ü  პერსონაჟების გარეგნობის აღწერა და ჟესტ-მიმიკით მოქმედების გამოხატვა-7წთ.
ü  დავალება: სახლში მოთხრობა თავიდან წაიკითხონ. აღწერონ თავიანთი თანატოლი.-2წთ
ü  შეფასება-2წთ
რეფლექსია
მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს ჯგუფებში. აქტიურობდა ყველა ჯგუფი.თითოეულმა ჯგუფმა თავისებურად გამოავლინა ფანტაზიის უნარი.მოირგეს პერსონაჟების როლი. ჟესტ-მიმიკით გამოხატეს მათი მოქმედებები.
რესურსი
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საკლასო დავალების რვეული, კალამი.
შეფასება
განმსაზღვრელი - ჯგუფში აქტიურობა პერსონაჟთა როლების გათამაშება.
განმავითარებელი - შქება
შენიშვნა
გ.ლ-8                            ქ.მ-9
დ.ნ-9                               დ.გ-6
თ.მ-9                                ო.თ-8
მარი, ვახო, გიორგი, მინდია, იოსები - განმავითარებელი








სააღმზრდელო გეგმა

                                                             VII კლასი
                               

                                             კლასსაათი
თემა
ვიზიტი ,,ბიბლუსში“; რაიონულ ბიბლიოთეკაში


მიზანი
ü წიგნისადმი ინტერესის გაღვივება.
ü მათვის საჭირო წიგნების შეძენა.
ü წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკის დანიშნულების გააზრება.
ü სოციალური უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მენეჯმენტი
ტრანსპორტი;(გზის ხარჯი-მოსწავლეები,მასწავლებელი.






რეფლექსია
2014 წლის 11ოქტომბერს ზემო თხილნარის VI-VIIკლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელებმა
წავიყვანეთ წიგნის მაღაზია ,,ბიბლუსში“.
  ბავშვებს მაღაზიაში თბილი გარემო დახვდათ. გამყიდველმა მინი ლექცია წაუკითხა მაღაზიის დაარსების შესახებ. აჩვენა მათი ასაკის შესაფერისი წიგნები.მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს წიგნები,შემდეგ შეარჩიეს და შეიძინეს კიდეც.
   16ოქტომბერს კი ვეწვიეთ ხელვაჩაურის რაიონულ ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის შესახებ მოისმინეს ბიბლიოთეკარისაგან და მნიშვნელოვანი ინფორმაცია  ჩაინიშნეს . გაეცნენ საბავშვო განყოფილებას. თვითონაც გაიხსენეს ზღაპრებისა თუ მოთხრობების პერსონაჟები.
   მოსწავლეთა ნაწილი ჩაეწერა მკითხველთა სიაში.
    ამ დღემ უფრო დაახლოვა ერთმანეთს ოკლასის მოსწავლეები.  ურთიერთობა უფრო თბილი გახდა, მათ შორის გაღრმავდა მეგობრობა.
შენიშვნა
  მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები წერილობით წარმოადგინეს.







вторник, 23 сентября 2014 г.

გაკვეთილი IX კლასში




თარიღი
22,09,2014წ
სწავლების საფეხური, კლასი
საბაზო, IX
მოსწავლეთა რაოდენობა
6
გაკვეთილის თემა
შოთა რუსთაველი ,,ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“(შემაჯამებელი გაკვეთილი)



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü      მოსწავლეები გაიაზრებენ რისთვის წერენ ადამიანები ანდერძს
ü      ფრაზის მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
ü      გაიაზრონ, რომ სამყარო უფლის შექმნილია და ყველაფერი უფლის ნებაა
ü      გაიზრონ, რომ სიცრუე ყოველგვარი ბოროტების სათავეა
ü      გაიაზრონ და პარალელი გაავლონ, წინარე ცოდნასა და შესწავლილს შორის




გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ქართ. IX.1.იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას
 IX.6. უკავშირებს წაკითხულ ტექსტშიგადმოცემულ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკილ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისებზე
 IX.9. მოსწავლეს შეუძლია სადაო საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა

წინარე ცოდნა
სახარებისეული იგავები, აფორიზმები, ანდაზები
მისეული ხედვა სამყაროსა და ადამიანთა ურთიერთობებზე
გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები
მთელი კლასი, წყვილებში მუშაობა









მსვლელობა
ü      საორგანიზაციო საკითხები
    მიზნის გაცნობა 2 წთ
ü      წინა გაკვეთილზე მირებული ცოდნის მოკლე ანალიზი 8 წთ
ü      ანდერძის რამდენიმე სტროფის ზეპირად წაკითხვა 5 წთ
ü      მასწავლებლის მიერ მომზადებული საანალიზო კითხვების დამუშავება 8წთ
,,ანდერძის“ რომელ სტროფშია გაშლილი ,,ვეფხისტყაოსნის’ ცნობილიაფორიზმი ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია’?
რას ნიშნავს ფრაზა:,,პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალტ მას საუკუნოსა’?
ვის და რატომ ადარებს შეშინებულ კაცს ავთანდილი   
რაში ვლინდება ადამიანის სიბრძნე ავთანდილის აზრით?
ü      წყვილებს ეზლევათ დავალება ამოიწერონ ბრძნული გამონათქვამები 6 წთ
ü      სურვილის მიხედვით, მოსწავლეები ირჩევენ სასურველ აფორიმს, აყალიბებენ არგუმენტირებულ მოსაზრებას, ავლებენ პარალელებს 10 წთ
ü      დავალება: ავთანდილის ანდერძის რომელი შეგონება გამოგადგებოდათ ,,საუკუნო საგზლად“ (დაასაბუთეთ)  2 წთ
ü      შეფასება 2 წთ
ü      თვითშეფასების კითხვარის შევსება 2 წთ

შეფასება
განმავითარებელი, გნმსაზღვრელი: წყვილებში მუშ აობა, არგუმენტირებული მსჯელობა
რესურსი
სახელმძღვანელო,, კალამი, რვეული, A4 ხარისხის ქაღალდი

რეფლექსია

22სექტემბერს ჩავატარე მე-9 კლასში შემაჯამებელი გავეთილი ,,ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა’’
მოსწავლეებმა გაიგეს ანდერძის არსი დამნიშვნელობა.ძირითადად  შეძლეს ფრაზების გააზრება კონტექსტში.
გაშალეს აფორიზმები საკუთარი ინტერპრეტაციით.მეტ-ნაკლებად დაასაბუთეს მათეული ხედვა არგუმენტებით.გაავლეს პარალელი  ნასწავლ ნაწარმოებებთან,ცხოვრებისეულ მაგალითებთან.
ეს გაკვეთილი თავიდან რომ  ჩამეტარებინა,ჯერ ზეპირმეტყველების სემინარს ჩავატარებდი.(დისკუსიისა და მსჯელობის უნარის განვითარება).

შენიშვნა
ა.ფ-8; კ.გ-7; ლ.ბ-7; ნინო, ნესტანი, ინგა --განმავითარებელი